bigsale.ge
ჯეოტექსტილი
GEOTEXTILE
     

  

სამშენებლო პროდუქტების დისტრიბუტორი

თბილისი, ბახტრიონის ქ. №41

+995 32 306010

+995 95 145566

info@geotextile.ge

www.geotextile.ge
Back to Category
 
დამატებულია: 05.05.10

კომპანია ,,ნექსთ ბილდინგ ტექნოლოჯის“ არის სხვადასხვა სამშენებლო ინოვაციური პროდუქტების დისტრიბუტორი საქართველოში. ჩვენს პროდუქტებს შორის არის კომპანია დუპონის მიერ წარმოებული გეოტექსტილი.


პროდუქტის დახასიათება (Typar®):

  1. იწარმოება დაპატენტებული 3D ტექნოლოგიით. რაც განაპირობებს მის ექსკლუზიურად მაღალ ხარისხს (იხ სურ 1);
  2. არის 100 % - პოლიპროპილენი (და არა პოლიესტერი). შესაბამისად არ შედის რეაქციაში მიწისქვეშა მჟავებთან და ხანგამძლეობა აღემატება 100 წელს;
  3. გამოირჩევა მაღალი გამძლეობით ულტრაიისფერი გამოსხივების მიმართ. შესაძლებელია 4 კვირის განმავლობაში მზეზე გაჩერება;
  4. ჩვეულებროვ არსებობს გეოტექტსილის 13 განსხვავებული სისქის ალტერნატივა, გარდა მაგისა ლანდშაფტის დიზაინში გამოიყენება მისი მოდიფიცირებული ვარიანტები;
  5. არის უფრო იოლად მოხმარებადი და პრაქტიკული ტრანსპორტირებისა და ინსტალაციის თვალსაზრისით მისი ექსკლუზიური შესაძლებლობებიდან გამომდინარე.

Typar® Pro
ტაიპარ პრო წარმოადგენს პოლიპროპილენის ფენას, რომელიც იწარმოება ლუქსემბურგში და საქართველოში ჩამოდის რულონების სახით. მას აქტიურად გამოიყენებენ 1. გიდროიზოლაციის ფენის დასაცავად, ტერასებსა და მწვანე სახურავებზე; 2. დრენაჟებისათვის მიწისქვეშა მშენებლობებში და 3. საფეხმავლო ფილაქნების სტაბილიზაციისათვის (იხ. სურ 2, 3, 4).

Plantex® Pro
პლანტქეს პრო წარმოადგენს სარეველას ბადეს, რომელიც აქტოურად გამოიყენება ლანდშაფტის გარკვეული ფართობების ბალახისაგან დასაცავად. ამასთან ხელს უწყობს წინასწარ დარგული მცენარეების ჯანსაღ სიცოცხლისუნარიანობას; პლანტექსი ეფინება მიწაზე და ზემოდან ეყრება 5 სანტიმეტრის სისქის დეკორიაციული დანიშნულების ქვიშა. პლანტექსი გაჟღენთილია სპეციალური სითხით რის გამოც ხელს უშლის მიწაში მზის სხივების ჩაღწევას და სარეველას გახარებას 20 წლის განმავლობაში. არსებობს პლანტექსის სახესხვაობები დეკორაციული ფაქტურებით რომელიც შეიძლება გამოყენებულ იქნანს ლანდშაფტის გარკვეყლი ფართობების დასაფარად (იხ. სურ 5, 6, 7).

Ground Grid®
პროდუქტი წარმოადგენს გეოტექტსილისაგან მოქსოვილ ფიჭას, რომელიც გამოიყენება საფეხმავლო ბილიკებისა და მსუბუქი საავტომობილო გზების შესაქმნელად. ფიჭა ივსება ჩვეულებრივი ქვიშით, რომელიც ინარჩუნებს თავის პირვანდელ მდგომარეობას მრავალი წლის განმავლობაში. ფიჭის გამოუყენებლობის შემთხვევაში ქვიშა დროის ძალიან მოკლე მონაკვეთში იფანტება ან ჩადის მიწაში (იხ. სურ 8).

Rootbarrier Pro
ფესვების ბარიერი გამოიყენება ბამბუკისა და სხვა აგრეიული ფესვებისაგან ბარდიურების, ფილაქნების და მიწისქვეშა კომუნიკაციების დასაცავად. რუთ ბარიერი  არის გეოტექტსილის ფენა, რომელიც დაფარულია სპეციალური ფესვგამძლე გარსით, რომელიც უძლებს აგრესიული ფესვების დაწილას და ცვლის მათი ზრდის მიმართულებას (იხ. სურ 9).

Xavan® Pond Liner
ქსავანი არ წარმოადგენს გეოტექტსილს. პროდუქტი არის გიდროიზოლაციური მასალა რომელიც გამოყენება ეზოებსა და ბაღებში ხელოვნური გუბეების შესაქმნელად (იხ. სურ 10).

 

                        Copyright © 2009-2010  “Smart Club” Ltd.  bigsale.ge ყველა უფლება დაცულია.
                  შპს „სმართ კლუბი“-ს ადმინისტრაცია არ არის პასუხისმგებელი საიტზე განთავსებული სარეკლამო ინფორმაციის სიზუსტეზე.